|
2021-10-19 11:38:30, 587 ნახვა
პოლიტიკა
პენტაგონი - თბილისში გამართულ შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა
პენტაგონი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილა. „პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე თავდაცვის მდივანმა უსაფრთხოების რეგიონული სიტუაცია განიხილა, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მდივანმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე, მან დაადასტურა დეპარტამენტის ერთგულება, შეინარჩუნოს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და დაეხმაროს საქართველოს, კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროატლანტიკური მისწრაფებები. თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართულ აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში გუშინ იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)