22:23 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 18:33:10, 819 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - სააკაშვილის ჯანმრთელობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. 

მისი თქმით, მართებული არ იქნება იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ სწორი არჩევანი. 

"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადერბით ვაკვირეებით.

ასევე ვფქირობ, მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურზე ვიყოთ ფოკუსირებული. პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთა ურთიერთბებეზე, პროგრამები, იდეების და პლატფომრების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი, რომ არჩვენბი ნორმალურ გარემოში ჩატარდეს. ამასთან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მხიეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვრიდები. არ ვარ დარწმუნებული რომ ოდესმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ სწორი არჩვანი."- განაცხადა კელი დეგნანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics