00:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 13:43:54, 889 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - სექტემბერის თვეში საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

2021 წლის აგვისტოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი იყო, სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი ოთხი ლარითა და 80 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 216.3 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 4.2 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 191.6 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics