|
2021-10-14 13:47:36, 823 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სააკაშვილი ჩამოვიდა, რომ მოეხდინა მკვლელობები, მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას
აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, მე ვფიქრობ, ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციები დავხარჯეთ და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისა და მძიმე პროვოკაციების მოწყობის გეგმით ჩამოვიდა, თუმცა ხელისუფლებამ „ეს დიდი განსაცდელი“ აარიდა ქვეყანას. „პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის, მძიმე პროვოკაცია, მკვლელობების განხორციელებიც, თუ ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობას“, - დასძინა პრემიერმა.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)