23:41 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 11:46:56, 877 ნახვა

პოლიტიკა
თბილისისკენ მომავალ „ნაცმოძრაობის“ კოლონებს „ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ და გზა გადაუკეტეს

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გასამართ აქციაზე მომავალ „ნაცმოძრაობის“ კოლონებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კონტრაქციით დახვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე წერს, რომ კონტრაქციის წევრები მათ ცოცხებით დახვდნენ და გზა გადაუკეტეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებმაც გზის გათავისუფლება ნაწილობრივ მოახერხეს და კოლონები თბილისისკენ დაიძრნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics