00:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 15:28:16, 641 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის პრეზიდენტი – საქართველოში არჩევნები ძირითადად კარგად ჩატარდა, თუმცა სურვილია, დასრულდეს პოლარიზაცია

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დენ ბელენი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნები ძირითადად კარგად ჩატარდა, თუმცა დამკვირვებლებს აქვთ სურვილი, რომ დამთავრდეს პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამასთანავე, მან სალომე ზურაბიშვილთან ერთბლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტს ძალიან რთული ამოცანა აქვს პოლარიზაციის შესუსტების თვალსაზრისით.

„როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები, რომ ძირითადად კარგად ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობები აქაც არსებობს და მათი სურვილია, დამთავრდეს პილიტიკური პოლარიზაცია. ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მინდა, მივულოცო. ის ცდილობს და ძალიან რთული ამოცანა აქვს მას ამ პოლარიზაციის შესუსტების და შუამავლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics