|
2021-10-06 14:12:06, 778 ნახვა
პოლიტიკა
EPP - მიხეილ სააკაშვილის დაკავება ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში
საქართველოში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა არჩევნებმა გაზარდა ჩვენი შეშფოთება ქვეყანაში არსებულ დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი საარევნო გარემოს ნაკლებობაა. „საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობა, არათანაბარი შესაძლებლობები, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დარღვევები და სიძულვილის ენა. „- წერი განცხადებაში. პარტია მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გამოხმაურა, მათი განცხადებით, ეს პოლიტიკურ დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, სწოედ ამიტომ მოუწოდებს მმართველ პარტიიას გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო და უზრუნველყოს მეორე ტურის სამართლიან გარემოშო ჩატარება „გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს შეუწყნარებელი და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლიანობას საქართველოში, რაც რჩება ჩვენს ღრმა საზრუნავად. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი. „- ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)