|
2021-10-05 09:28:33, 772 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში – საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ, წარმოუდგენლად დრამატული იყო
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სენატორი აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას. „ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან, რომლებსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია", – წერს ჯიმ რიში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)