04:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 12:47:19, 764 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში - მზად ვარ მეორე ტურში მონაწილეობისთვის

შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში - მზად ვარ მეორე ტურში მონაწილეობისთვის. - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ  პირველივე ტურში გამარჯვებას ელოდა.

„დაიდო 48%-იანი შედეგი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი  პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას.“ - განაცხადა კალაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics