04:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 03:06:44, 966 ნახვა

პოლიტიკა
ხმაურია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში

ხმაურია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ოქმების შედგენის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს.

წითლიძის განცხადებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი 88-ე, 63-ე, 66,-ე და მე-40 საუბნო კომისიის თავჯდომარეებს უკანონო ბრძანებას აძლევს, რომ ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, ვინაიდან სწორედ ამ უბნებზე ოპოზიცია იმარჯვებს.

"საათზე მეტია ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ წამოიღონ ოქმები. მოვედი, რომ გავარკვიო და ვკითხო ქალბატონ მირანდას, რატომ გასცემს ან უკანონო დავალებებს. მან არ უარყო, რომ ეს ბრძანება იყო გაცემული დანარჩენს კი ყველაფერს უარყოფს. ისტერიკის გარდა კონკრეტული პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღე,"- ამბობს ანა წითლიძე. 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის ბრალდებას, რომლის თნახმადაც მესხი "იძლევა ბრძანებას - უბნებზე, სადაც ოპოზიციაა გამარჯვებული, უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა ხელი არ მოაწერონ ამ ოქმებს".

ანა წითლიძის ზარის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოვიდა პოლიცია. პარლამენტარის მოთხოვნაა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყოს.

"აქ არ არის ბრიფინგების ჩატარების და მოწყობის ადგილი, გთხოვთ დატოვოთ ეს ტერიტორია და გახვიდეთ გარეთ. ტყუილია და სიცრუეა ეს ამბავი. ტელეფონი დამჯდარი მაქვს, დასატენად მქონდა შეერთებული და არანირი ინსტრუქცია ჩემგან არ ყოფილა. პირიქით, პროცედურულ ტრენინგებს ვატარებდი, რომ ყველა კომისიის წევრების ვალდებულებაა ხელის მოწერა. როგორ უნდა დავადასტურო? ეს არის სიცრუე და ეს დეზინფორმაცია. მოაწერს ხელს ყველა კომისიის წევრი ხელს და შემაჯამებელი ოქმი შემოვა მათი ხელმოწერებით" , - განაცხადა მირანდა მესხმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics