|
2021-10-02 16:15:53, 463 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - შემოდის უამრავი ინფორმაცია მოქალაქეებისგან, რომლებიც დარღვევებზე გვაფრთხილებენ
"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, დამაჯერებლად ვიგებთ თბილისში"- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დილიდან საარჩევნო უბნებზე შეინიშნება მაღალი აქტივობა მოქალაქეების მხრიდან, თუმცა გაყალბების მცდელობა მართველ პარტიას მაინც აქვს. „დღეს მთელი დღეა ვაკვირდებით აქტიურ მოქალაქეებს, რიგებია ქუჩებში დილიდან. ასევე მთელი დღის განმავლობაში, ჩვენს შტბაში შემოდის უამრავი ინფორმაცია, თავად მოქალაქეებისგან, რომლების უფრთხილდებიან საკუთარ ხმებს და რომელიც გვაფრთხილებენ შესაძლო დარღვევების შესახებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი. მთავარი იარაღი ქვეყნის ცვლილების ,არის სწორედ ამომრჩეველი. ამომრჩეველი, რომელიც არის პასუხისმგებელი, აქტიური. ასევ მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ ოპოზიცია ვართ მობილიზებულები. მთელი დღის განმავლობაში არის უსუსური შემთხვევები „ქართლი ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობების. ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, ვნახეთ ბეჭდის არდარტყმები. ვნახეთ ასევე, სამწუხაროდ, მოქალაქეები, რომელსას სუსი იყენებს ფარად, აყენებს უბნებში, ურიგებს ლუდს, საჭმელს და ამით უნდათ, რომ გავლენა მოახდინონ."- ამბობს ხოშტარია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)