23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 18:29:11, 945 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვეში 194 სესხია დადასტურებული

იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე დადასტურებულია 194 იპოთეკური სესხი. დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 21,292,903 ლარს, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა არის 109,757 ლარი.  

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პროგრამის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ოჯახმა, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში  შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს  როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი.  სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200,000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics