|
2021-10-01 10:22:23, 635 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება - შევხვდებით თბილისში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. სააკაშვილის მოქალაქებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2 ოქტომბრის შემდეგ მხარდამჭერები რუსთაველის მოედანზე უნდა შეიკრიბონ. "ორში უნდა მივიდეთ ყველა აჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ ხმა მიეცით სხვა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექონოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს დღეს, არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ჩემი ოცნება ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე და დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის. ჩვენ ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, და შემდეგ უნდა გავავსოთ რუსთაველს, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით 100 000 ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგავმარცხებს და საქართველო დაადგება განვითარების გზას. მე ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება. შევხვდებით თბილისში" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)