|
2021-09-30 16:56:06, 586 ნახვა
პოლიტიკა
ტელეკომპანია „ფორმულაში“ არ გამორიცხავენ, რომ მათ მაუწყებლობას ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ
ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ფორსირებულად განვითარდეს. გუმბარიძე აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ტელეკომპანიას მაუწყებლობაში ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ. "ბუნებრივია ამ დავის ერთადერთ საგანს წარმოადგენს "ფორმულა" იმიტომ, რომ დავით კეზერაშვილი სხვა აქტივებს საქართველოში ფაქტიურად არ ფლობს. შესაბამისად, თუ მოხდება უზრუნველყოფის სახით მოთხოვნა მისი ქონების და აქტივების დაყადაღების, ეს ნიშნავს იმას, რომ "ფორმულაში" მისი წილიც დაყადაღდება. ის არის "ფორმულაში" საკონტროლო პაკეტის მფლობელიც, შესაბამისად, სახელმწიფო ფაქტიურად შეძლებს "ფორმულაზე" კონტროლი დაამყაროს. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ 43% ვერ აგროვებს ამ არჩევნებზე. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ყველაფერში აქვს იმ ეგზიტპოლებს, რომელიც ჩვენ ზუსტად 8 საათზე უნდა გამოვაცხადოთ 2-ში, "ედისონ რისერჩის" გამოკითხვები, რომლისაც მათ ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ არჩევნებამდეც კი რამე ტიპის ხელშეშლა მოხდეს "ფორმულას" მაუწყებლობის და ძალიან ფორსირებულად განვითარდეს მოვლენები», - განაცხადა გუმბარიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას. ნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)