|
2021-09-29 12:43:45, 568 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - 2 ოქტომბერს მოხდება გამარჯვების გაფორმება, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში
2 ოქტომბერს მოხდება გამარჯვების გაფორმება, ჩვენ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ვიქნებით ხელისუფლებაში. - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და ქვეყანაში კოალიციური მმართველობა იქნება. "2 ოქტომბერს ქართული ოცნება მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ვიქნებით ხელისუფლებაში კოალიციურ მმართველობაში 2 ოქტომბერს მოხდება გამარჯვების გაფორმება და როგორც არასოდეს ვარ დარწმუნებული ქართველი ხალხი არ დაუშვებს რომ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ ითვალისწინებს. ვინც აპირებს უსამართლოდ და ძალადობით ეს შედეგი არ დადგეს არის "ოცნება" როგორი ნებაც არსებობს, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვაქს სხვადასხვა მექნიზმები გათვალისწინებული გვაქ წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რასაც ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა." - განაცხადა ნიკა მელიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)