|
2021-09-24 11:05:09, 813 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის ონლაინ - შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტი დონორი ორგანიზაციისა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. დონორთა სხდომას თავმჯდომარეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა. ონლაინ - შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლთა მხრიდან გაკეთდა პრეზენტაციები მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმებისა და შესაბამისი პროექტების შესახებ, რომლებიც დონორთა მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, „მწვანე ეკონომიკის" მიმართულებებით. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილე ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელთაც განვითარების ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელმაც საკმაოდ ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები აქვს. გენადი არველაძის განცხადებით, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. „მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები შედეგად სახეზეა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც იანვარი - ივლისში 12,7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა გადახედეს წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მატების მიმართულებით. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 7,7 პროცენტამდე გაზარდა და საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია, დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ დღის წესრიგს," - განაცხადა გენადი არველაძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)