|
2021-09-21 12:38:25, 774 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა. ნათია თურნავამ ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი", „მუბადალა", „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი", „დუბაი ჰოლდინგი", „დუბაი ინვესტმენტი", „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია", „არმადა ჯგუფი" და ADIA (Abu Dhabi Investment Authority). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი"-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით. „ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრაი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. „რამდენიმე საინვესტიციო ფონდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ კონკრეტულ სექტორებში საქართველოში გამოუშვებენ კონსულტანტებს, სამუშაო ჯგუფებს, ასევე წინასწარ მოხდება მემორანდუმების გაცვლა და მუშაობას დავიწყებთ ცალკეულ პროექტებზე. ეს შეეხება განახლებად ენერგიას - განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვთ აქაურ ინვესტორებს და მსხვილ საინვესტიციო ფონდებს მზის ენერგიის გამოყენებაში და აქ ძალიან წინ ვართ უკვე წასულები. ეს ასევე შეეხება უძრავ ქონებას, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელთაც მათ ვთავაზობთ და ამ კუთხითაც დაიწყება თანამშრომლობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)