10:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 11:30:14, 595 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფარულ მოსმენებზე რიიგარეშე სხდომა არჩევნების შემდეგ ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სუს–ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა და მოსმენა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აუცილებლად ჩატარდება.

კუჭავა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ინიციატივასთან მიმართებაში, რომ რიგგარეშე სხდომა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდეს, ოპოზიციაში არ არის ერთობა, რადგან წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არც ახლა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით. ფაქტია, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ყველა ვერ მოახერხებს დასწრებას, რადგან წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში გაფანტული არიან რეგიონებში, ეს არის მარტივი პასუხი. ამ საკითხზე სხდომა ჩატარდება აუცილებლად, მოსმენაც იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics