13:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 13:35:38, 504 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმაურება

ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმაურება

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაზეც. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტდა არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო ცესკომ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში მას აღმოუჩინა ყოველგვარი მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით შექმნის დღიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები დაკავებული არიან ხსენებული ჯგუფის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რაც სავარაუდოდ გახდა რამდენიმე წევრის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი.

ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლად, საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა

მანიპულაციის საგანი გახდა აგრეთვე, დამკვირვებელ ორგანიზაციად ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის რეგისტრაციის საკითხიც, იმაზე აპელირებით, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგისტრაცია. ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვით - ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე დარეგისტრირდა კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკოს პრეროგატივას არ წარმოადგენს.

ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან.

ამ დროისთვის ცესკოში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი.

ცესკოს კვლავაც, ყველა საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა იყოს უზუსტო ან მიზანმიმართული სიცრუე, ექნება სათანადო რეაგირება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics