|
2021-09-14 16:42:05, 908 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის
ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე მარტივი გზა, თუ როგორ გარდაიქმნას ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ორნიშნა იქნება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში. „ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რადგან ადამიანებისთვის ცხოვრება იყოს კომფორტული და მეტი საშუალება შეიქმნას მცირე საოჯახო სასტუმროების, მცირე საწარმოების განვითარებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე ისაუბრა კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ წარმოებებზე, მათ შორის ჰაიდელბერგცემენტზე, რომელიც 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსხვილი წარმოება ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს. „აქედან გამომდინარე იცით, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და ლევან დავითაშვილის აქტიური ჩართულობით, ინვესტორმა საკუთარი ნებით, ჩვენთან თანამშრომლობით გადააიარაღა წარმოება და დღეს გარემოში გაფრქვევის მაჩვენებელი პრინციპში ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი. თუმცა, ვიცით, რომ არსებობს ხმაურის პრობლემაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემაც იყოს მოხსნილი და უახლოესი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი. ინვესტორთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და ჩვენი კონტროლის ქვეშ ამ გადაიარაღებასაც განახორციელებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)