|
2021-09-04 18:02:52, 407 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი მოკავშირეა
შეხედეთ გახარიას ხელწერას და შეხედეთ „ნაცმოძრაობის" და მათი ლიდერების, მათ შორის „მთავარი არხის" და „ტვ პირველის" კამპანიას, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის" ბუნებრივი მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს, უყურეთ რა ხდება და როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს. „კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)