|
2021-09-03 16:55:48, 556 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია დავკეტო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო ქვეყნის ჩაკეტვას აღარ აპირებს და ყველა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ ვერ მართავს ეპიდემიას, უსაფუძვლოა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო ქვეყანაში საკმარისი ოდენობის ვაქცინების ჩამოტანა და ეკონომიკური ზრდა. "ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეს არჩევანი თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების, ყველას დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს არის შეუძლებელი, ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დავაწესოთ. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. ქვეყნის ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნომერ პირველმა სახელმწიფომ, თქვა, ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. იგივე განაცხადეს ევროპელებმა. ყველამ აბსოლუტურად.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)