|
2021-09-03 16:51:47, 330 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით პარლამენტში
სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ, მათ შორის ფსიქოლოგიურს, მორალურს, ყველანაირს, ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებდნენ. „შესაბამისად, ეს ადასტურებს იმას, რომ გუშინ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ხელმოწერა და მხოლოდ განცხადება არაფერს ნიშნავს. „ნაცმოძრაობამ" ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)