|
2021-09-03 16:23:45, 343 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი ჩართულობა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ
ჩვენ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით ავღანეთში, ჩვენი ჩართულობა ევაკუაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო პასუხისმგებლიანი აქტორი და აშშ-ისა და ევროპის პარტნიორი ქვეყანაა. „ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის განცხადება, საქართველომ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა ავღანეთიდან მიმდინარე ევაკუაციის პროცესის დროს; ჩვენ ოპერატიულად ავაწყვეთ ევაკუაციის ცენტრი და ძალიან სწორად და სწრაფად იმართა ეს პროცესი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი აქტორი და აშშ-ის, ევროპის პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით ავღანეთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)