19:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 15:58:53, 349 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, "ქართულ ოცნება" აღარ აფინანსებს

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი მოსახლეობასთან არ შეიძლება.

„თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ „ქართუ ბანკიდან" აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს „ქართული ოცნებისთვის". ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics