19:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 15:10:57, 447 ნახვა

პოლიტიკა
პრემირი - აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე , გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს

შესწავლილი გვაქვს ყველა რეგიონის პოტენციალი და იქ არსებული რესურსები და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ, ავითვისოთ სრულად აღნიშნული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტყიბული გამორჩეული ქალაქია სილამაზით, ბუნებით და ტურისტული პოტენციალით.

„ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics