15:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 12:08:33, 1020 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ განმუხურში ბიზნესმენის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ვლადიმერ ვახანიას მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ვახანია საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics