|
2021-09-02 16:20:00, 387 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2 ოქტომბერს, კალაძე გაიმარჯვებს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის
გახარიასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე ჩემი შეფასება და ვთქვი ძალიან ღიად და გულწრფელად ის, რასაც ვფიქრობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის. ეს არის ჩემი სათქმელი", - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტების კითხვას, გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი თანხაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე კომენტარები უკვე გაკეთდა. „მე წამოსული ვარ, კამპანიაში ვარ ჩართული, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამის თაობაზე თქვენ მოისმინეთ, განცხადებები გააკეთა კახიმაც, პარტიის ხელმძღვანელობამ და მგონი, მოსახლეობას კითხვა აღარ დარჩება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)