|
2021-09-02 16:05:45, 312 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ
ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოწვეული ჰყავდა ფრანგული კომპანია ,,პომა", რომელმაც სამუშაოები შეასრულა. „ეს არის უნიკალური პროექტი ჩვენი ჭიათურისთვის და ჭიათურელებისთვის. 2 კვირაა, რაც საბაგირომ მუშაობა დაიწყო და უკვე 20 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა აქ, რომლებმაც საბაგიროთი ისარგებლეს. ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ და ავაშენეთ ახალი საბაგირო, რომელიც დაჯდა 55 მილიონი ლარი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს ძალიან წარმატებული, ეფექტური სამუშაოსთვის, ასევე საფრანგეთის საელჩოს, ბატონ დიეგო კოლასს, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ფრანგულ კომპანია „პომას" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)