|
2021-09-01 18:34:19, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყოფილა
კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - პატიმრების, ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება იყო ყოველდღიური ტრაგედია, ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რეალური ისტორიები, ეს ხომ არ არის მოგონილი, უტრირებული ლეგენდები, კონკრეტული ფაქტები, რომელიც იხილა მთელმა მსოფლიომ, როცა მოხდა ამ დამნაშავე, მჩაგვრელი, სადისტური და პირდაპირ უნდა ითქვას, მკვლელი რეჟიმის მხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. „ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელები, დღეს გამოდიან და კიდევ ჩვენზე ბედავენ რაღაც კრიტიკას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორ შეიძლება, დღევანდელი სასამართლო შეადარო 2012 წლის სასამართლოს. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში. თვითონ მოსამართლეების მთელი კორპუსის განცხადებით, 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს არის ფაქტი, მეგობრებო. კიდევ მეორე ფაქტი, რაც მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მავნებელ და მატყუარა ოპოზიციას - ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის და ჯგუფის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს. უფრო მეტიც, ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას, ღიად ვიტყვით ამას, ვასწრებთ ბევრი ნიშნულით. შესაბამისად, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღწეული, არის ხელშესახები არის ღია და გამჭვირვალე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. კიდევ გავაგრძელებთ სასამართლო რეფორმას, ყველა იმ რეფორმას, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა.
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)