22:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 18:23:52, 489 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური - მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი - ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს

რამდენიმე გამომსვლელმა თქვა შედარებაზე და რატომაც არა, უნდა შევადაროთ; უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და მათ მეორედ ამის გაკეთების უფლება აღარ მიეცემათ.

„უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი. ამაზე მეტი თვალსაჩინო მაგალითები მოსახლეობისთვის, ვფიქრობ არ გვაქვს და ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა, რომელთა გვარებიც ჩამოვთვალე, სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს. ჩვენ მათ მეორედ ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა.
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics