|
2021-08-27 19:21:15, 841 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - აბაშას უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ
აბაშას უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ. აქ არის ულამაზესი ისტორიული ადგილები, სახლ-მუზეუმები, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ მოინახულოს, ნახონ სკოლის მოსწავლეებმა.-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წარდგენაზე მისი თქმით, აბაშა გამორჩეულია შრომისმოყვარე ხალხით და ჩემპიონებით. "მოგესალმებით აბაშელებო, მივესალმები ამ ძალიან ლამაზ მხარეს. აბაშა გამორჩეულია შრომისმოყვარე ხალხით და ჩემპიონებით. ჩემპიონებზე როდესაც ვსაუბრობდით, არ შემიძლია განსაკუთრებით არ მივესალმო ჩემს კოლეგას, რომლისთვისაც ბევრჯერ გვიგულშემატკივრია, როდესაც იგი საქართველოს სახელით ასპარეზობდა - დავით კაჭარავა, სწორედ ასეთი ჩემპიონები უნდა იყვნენ მაგალითი არა მხოლოდ აბაშელებისთვის, არამედ მთელი საქართველოს, რომლებიც საქართველოს სახელით კიდევ ბევრ გამარჯვებას მოგვიტანენ. ეს მუნიციპალიტეტი ბევრი კუთხით სამაგალითოა. აბაშას უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ. აქ არის ულამაზესი ისტორიული ადგილები, სახლ-მუზეუმები, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ მოინახულოს, ნახონ სკოლის მოსწავლეებმა. კონსტანტინე გამსახურდია, დიდი ქართველი, რომელმაც უდიდესი საგანძური დაგვიტოვა თავის შემოქმედების სახით ამ კუთხიდანაა და მისი სახლ-მუზეუმი ძველ აბაშაშია. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა და სხვა დამატებით შესაძლებლობებიც უნდა შევქმნათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ვიტყვი რამდენიმე სიტყვას იმ მთავარ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ძლიერი რეგიონების შექმნის კუთხით - ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი საქართველო. რამდენიმე წლის წინ განახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც ჩამოგვაყალიბა სრულიად ევროპული ტიპის საპარლამენტო სახელმწიფოდ. შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ რეგიონები, რადგან ძლიერი ვერ იქნება ჩენი ქვეყანა, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ოჯახები. თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი იშრომოს და შექმნას სარგებელი თავისი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, როგორც მერი, ისე საკრებულოს წევრები. მოგიწოდებთ ყველას იაქტიუროთ არჩევნებისთვის და დაუჭიროთ მხარი ჩვენს კანდიდატს. ის აუცილებლად გაიმარჯვებს და შემდგომში, როდესაც ჩვენი ერთად წარვდგებით ისევ თქვენს წინაშე, ვიამაყებთ შედეგებით, რომელსაც ყველა ერთად ვიხილავთ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)