|
2021-08-26 14:19:15, 317 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ინფრასტრუქტურაში 32 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ, ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რეალური ინდუსტრია
თითოეული რეგიონის მიხედვით შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, გვაქვს შესწავლილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონს გააჩნია, იქნება ეს სამეგრელო, გურია, აჭარა თუ სხვა, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ დეტალურად, რომ ბოლომდე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ამა თუ იმ ულამაზეს მხარეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი. „ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას. წელს ჩვენ მოვახერხეთ და, მართვის სტრატეგიით, ეკონომიკის გახსნით და ამავდროულად ვაქცინაციის პირობებში, ტურისტული სეზონი შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი გაღარიბდა გასულ წელს და შემოსავალი დაკარგა. წელს შედგა ტურისტული სეზონი, ამას სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ამას გარდა, ვგეგმავთ, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს, უნდა აღვადგინოთ ეტაპობრივად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება, ამოცანა და მიზანი, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი გადამამუშავებელი საწარმო, რეალური ინდუსტრია. ამ მიზნით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, გამოყოფს 2,5 მილიარდს გამოყოფს და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. არ იქნება მხოლოდ თავმოყრილი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენი ვარაუდით, დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა ის მიწის ფართობი, რომელიც ჩვენს პატარა, მაგრამ უნიკალურ და ძალიან ლამაზ ქვეყანას გააჩნია. იქნება ეს თხილის, ჩაის პლანტაციები, მოცვის თუ სხვა კულტურების გაშენება სამეგრელოში, გურიაში და სხვაგან. ყველა რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, თავისი გადამამუშავებელი საწარმოების, სამაცივრე და შესანახი მეურნეობის განვითარებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში, რითაც რეალურად შეიცვლება მთელი ქვეყნის სურათი. „ეს იქნება გზები, ხიდები, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ურბანული განახლება. ჩვენ დავიწყეთ 500-მილიო0ნიანი პროექტი - „განახლებული რეგიონები", რაც არის ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად, ვიზუალით, განვითარების დონითა და სტანდარტებით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუგებარი ღვარძლით და ბოღმით სავსე რიტორიკა, რომელიც ჩვენი ოპონენტებისგან მომდინარეობს", - განაცხადა პრემიერმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)