00:19 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 13:30:38, 440 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს

ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და თქვენი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ ბოლო 8 წელზე მეტია. სწორედ თქვენი ერთგულებით, თავდადებით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გვიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, რითაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება შემოვიდა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელწერა, ჩვენი საქმე და არა მხოლოდ სიტყვა, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებსა და ღირებულებებზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი. ჩვენს ერთგულებას, ღირსებას და პატიოსნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას დემოკრატიულად და ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ასე ნანატრი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ძალიან დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მინდა, გავიხსენო, თუ როგორი უსამართლობა იყო დამკვიდრებული არა მხოლოდ  სამეგრელოში, არამედ მთელს ქვეყანაში და ყველგან სუფევდა ეს მჩაგვრელი ხელისუფლება. მათი ხელწერა იყო ტერორი, შანტაჟი, ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics