|
2021-08-25 17:57:44, 573 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრა კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს მათი ცნობით, შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიც ესწრებოდნენ. „ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. გავიცანი კოსტავას I შესახვევში და როდენის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან. იმედი მაქვს, ჩვენ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივი ძალებითა და შრომით ყველა გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. "მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში და აღნიშნა, რომ ქუჩების რეაბილიტაციისა და მოწყობის კუთხით მოსახლეობის მხრიდან არაერთი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა გაჟღერდა. შეხვედრის ფარგლებში ზურაბ აბაშიძემ ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის როდენის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელთა ფარგლებშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მუზეუმი და კულტურული ძეგლი რეაბილიტირდა."-ნათქვამია განცხადებაში
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)