|
2021-08-23 18:17:16, 573 ნახვა
პოლიტიკა
მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს მართავს
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და მერობის კანდიდატები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრეს სასმახური ავრცელეს მათი ცნობით, მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი უკვე შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის, წეროვნის, ჩარდახის, გოროვნის, ციხისძირის, ქსნის, ძეგვისა და ნიჩბისის მოსახლეობას. როგორც თავად კანდიდატი აცხადებს, შეხვედრები თბილ და უშუალო გარემოში იმართება. „მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლების მიერ ბევრი რამ გაკეთდა, მოსახლეობისგან ასეთ კეთილგანწყობას მაინც არ ველოდი, რადგან პრობლემები კიდევ ბევრია. ხალხი თავად გვახსენებს, თუ რა გაკეთდა თავიანთ სოფლებში და ამასთანავე, არსებულ პრობლემებზეც გვესაუბრება. ყველა შეხვედრაზე მათთან ერთად ვინიშნავ საკითხებს, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად განვიხილავ და პასუხებს, თუ რის გაკეთებას შევძლებთ მომდევნო 4 წელიწადში, არჩევნებამდე თავად მივაწვდი. მთავარია, ყველა პრობლემას ერთად ვიხილავთ, პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებთ და განხორციელების გზებსაც ერთად ვსახავთ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემა ისევ სასმელი წყალი და სარწყავი არხები რჩება. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ამბულატორიებს, კულტურის სახლებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ მოედნებს თუ სპორტულ დარბაზებს, სკვერებს, შიდა საუბნო გზებს, გარე განათებებს თუ სხვას, ამ მხრივ ქალაქ მცხეთაში და მცხეთის სოფლებში ბევრია გაკეთებული, თუმცა, ხალხს კიდევ მეტის გაკეთება სურს და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ მათ თხოვნებს. ქალაქ მცხეთაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ქალაქის განაშენიანების გეგმის არარსებობა. ქალაქს არ ეძლევა განვითარების საშუალება, მცხეთელები ვერ ახერხებენ სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. ეს არის ყველა მცხეთელის უდიდესი სატკივარი და ვპირდები მათ, ამ პრობლემის მოგვარება ჩემი პირადი ღირსების საკითხი იქნება. ერთობა - ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი, ერთად ყველაფერს შევძლებთ! „ქართულ ოცნებას“ მცხეთაში წარდგენილი ჰყავს უძლიერესი მაჟორიტარობის კანდიდატები, რომელთა მიმართ სიყვარული და პატივისცემა ხალხისგან თვალშისაცემია. ამ უძლიერეს გუნდთან ერთად, რათქმაუნდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, ჩვენი ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებით არ დამთავრდება. ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი, რასაც აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სრულ განვითარებამდე“.-განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)