|
2021-08-23 11:37:58, 688 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს NGO-ებს, საარჩევნო ღონისძიებების შეფასებისას „აღარ დაუშვან არასწორი ინტერპრეტირება“
„ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებების შეფასებისას „აღარ დაუშვან არასწორი ინტერპრეტირება“, რამაც გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასწორი ინტერპრეტაციით შეაფასა ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს. ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' მხრიდან ოზურგეთში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება. კერძოდ, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას. ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, ხაზს ვუსვამ, კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რომელიც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)