|
2021-08-19 15:04:31, 542 ნახვა
პოლიტიკა
ხატია წილოსანი - გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა
„გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა ,,ქართული ოცნების'' ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე. დეპუტატის თქმით, გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი, სწორედ ,,ქართული ოცნების'' მმართველობის დროს გაკეთდა. „ჩემთვის, გამორჩეულად დიდი პატივია, დღეს აქ ყოფნა, იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქალაქის შვილი, ვსწავლობდი ლანჩხუთის, პირველ საშუალო სკოლაში. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ ქალაქმა, ამ ადამიანებმა მომცეს ის შესაძლებლობები, რომლითაც მე დღეს ვამაყობ და ჩვენი ქვეყნისთვის ვცდილობ, გავაკეთო ძალიან ბევრი კარგი რამ. „ქართული ოცნება" გამორჩეული გუნდია იმ ადამიანების, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვინც მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის. ვითარდება კურორტი ბახმარო, გომის მთა, ბევრი მიმართულებით იდგმება აქტიური ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება გახდეს უკეთესი, გაიზარდოს შემოსავლები, გვქონდეს შესაძლებლობა უკეთესი განათლების მიღების, განვითარების ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვინც მუდმივად ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე, ძალიან სწორ, ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ, მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთო დიდი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს და ჩვენ ყველა ერთად, 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, ვიქნებით მომსწრე ძალიან დიდი გამარჯვების" - განაცხადა ხატია წილოსანმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)