|
2021-08-19 15:01:57, 788 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი -პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ
არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარადგენის ღონისძიებაზე გურიის რეგიონში ჩაის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურია იყო ადგილი, სადაც ჩაის კულტურა პირველად გამოჩნდა და შემდგომში მან რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი", რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას; ბატონი ირაკლის მხარდაჭერით, დავიწყეთ ქვეყანაში ჩაის სექტორის აღდგენის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს; ფაქტობრივად, მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა რეგიონში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის დეფიციტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გურიაში არ არის შემნახველი მეურნეობები, არ არის გადამმუშავებელი საწარმოების ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა ჭარბადაა, მაგრამ კონკრეტულად გურიაში არა. „ჩვენ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თქვენს ინიციატივებს მხარს დავუჭერთ; თუ თქვენი მხრიდან იქნება მომართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომ შემნახველი, საშრობი მეურნეობების და გადამმუშავებელ საწარმოების შექმნა დავაფინანსოთ.. თუ იქნება მონდომება თქვენი მხრიდან, სახელმწიფო თანადაფინანსების მზადყოფნა ჩვენი პირობაა", - განაცხდა მინისტრმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)