|
2021-08-14 12:39:24, 816 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში
ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გურჯაანის მერობის კანდიდატის წარდგენისას, სიტყვით გამოსვლისას განცახადა. „ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანში, რომელიც ღვინის მუნიციპალიტეტის სტატუსს ატარებს. აქ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა მცირე და საშუალო მეღვინეობა, 200-მდე მარანია. არის მრავალი მიმართულება, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმისთვის, რათა კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენი რეგიონები, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა და დაგეგმილია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულიად მოხდეს ამ მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ-ერთი ლენდმარკი გახდება მთლიანად კახეთისთვის, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას. ტექნოპარკი რეგიონში ორია და მათ შორის, ერთ-ერთი არის გურჯაანში. ეს არის ცენტრი, სადაც ახალგაზრდობა იკრიბება და შეუძლიათ, საკუთარი მიდგომები და ინოვატორული იდეები, პროექტები განახორციელონ, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ გურჯაანის მაჟორიტარის ინიციატივით, გურჯაანში იქნება ცნობილი კულინარიის უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ცოდნის მიღებას შეძლებენ. მევენახეობა მდიდარია ტრადიციებით, თუმცა, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შემოღება და განვითარება, რათა შევძლოთ პოტენციალის ათვისება, რომელიც სრულიად საქართველოს გააჩნია - ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, საზღვრებს გარეთ უმაღლესი სტანდარტის პროდუქცია გაიტანოთ. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიხარია, რომ პრიორიტეტია 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რაც ზოგადად გამოწვევაა მთელი საქართველოსთვის. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი ჩქაროსნული გზა, ის, რაც დაგეგმილია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე - ოთხხაზიანი ჩქაროსნული მონაკვეთი. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას. ვერავინ იტყვის, რომ გურჯაანელების ერთ-ერთი მთავარი თვისება შრომა და თქვენს ქვეყანაზე ზრუნვა არ არის. მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ რეგიონის, ამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატს. ის არის ექიმი, რაც ნიშნავს, რომ იგი იზრუნებს თითოეულ ადამიანზე. გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მერს ყოველდღიური შეხება ექნება თქვენთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართულობას. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ახალგაზრდებიც იაქტიურებენ. ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში",- განაცხადა კუჭავამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)