05:34 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 17:00:49, 711 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - NDI-ის კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს

ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

„ეს კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, რა არის სამწუხარო რეალობა. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის დავარდნილი და აგრძელებს ვარდნას და ყველაზე მწვავე პრობლემაზე, კოვიდთან დაკავშირებით ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ უდიდესი ნაწილი მოქალაქეების წესიერად ინფორმირებულიც კი არ არის ამ პრობლემის, ვაქცინიზაციის აუცილებლობის და დეტალების შესახებ, იმაზე რომ უფასოა და ასე შემდეგ. მეათედი არის აცრილი, მიუხედავად ამისა იმ მოქალაქეების, ვინც მზად არის, რომ დღესვე აიცრას. ეს არის პოლიტიკურად დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ტიკარაძის, იმ სამეულისა და მთელი ამ კოჰორტის.“- განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics