14:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 20:35:23, 854 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთი ვაქცინირებულ, უცხოელ ვიზიტორებს მიიღებს წმინდა ქალაქ მექაში, „უმრას" მცირე პილიგრიმობის ფარგლებში

საუდის არაბეთმა გადაწყვიტა  ვაქცინირებული,  უცხოელი ვიზიტორების მიღება წმინდა ქალაქ მექაში, „უმრა“ პილიგრიმის ფარგლებში.- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

 მათი ცნობით, ხელისუფლება ორშაბათიდან დაიწყებს მოგზაურების მოთხოვნის მიღებას.

უმარის მომლოცველობა  წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი და იზიდავს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოდან. მომლოცველებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ წმინდა ქალაქ მედინას.

საუდის არაბეთმა, თავისი საზღვრები დაახლოებით 18 თვის წინ კოროვირუსული პანდემიის გამო დახურა.

გასულ თვეს, მხოლოდ 60,000 აცრილ  მოქალაქეს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო შემცირებულ ჰაჯში. ჰაჯი არის მექაშის მოლოცვა, რომელიც  მუსლმმა,  ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში. იგი ტარდება წლის განსაზღვრულ დროს.

საუდის არაბეთი თავდაპირველად ნებას რთავს 60,000 მომლოცველს ჩავიდნენ მექაში. მათი  რიცხვი  თანდათან გაიზრდება და მიაღწევს ორ მილიონ ადამიანს თვეში, იუწყება საუდის სახელმწიფო პრესის სააგენტო (SPA).

საუდის არაბეთი ცნობს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson.

 ამჟამადმ ქვეყანას აქვს რეგისტრირებული თითქმის 532,000 კორონავირუსის შემთხვევა და 8,300 -ზე მეტი გარდაცვლილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics