|
2021-08-10 15:30:08, 494 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით
მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მერის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა იქნება. პრემიერის თქმით, მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს და დროულად, ოპერატიულად და ეფექტიანად გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. "ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე, უმუშევრობა და ჩვენი ეკონომიკა. ამ მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მერის მოვალეობა სწორედ უნდა იყოს და იქნება, მე მჯერა, ჩვენი კანდიდატის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი იქნება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს. დროულად, ოპერატიულად, ეფექტიანად გადაუწყვიტოს ადგილზე ნებისმიერი პრობლემა. ცენტრალური მთავრობის დახმარება რა თქმა უნდა, მას გარანტირებული ექნება. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)