06:42 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 15:32:03, 836 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადეს.

„რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება. არჩევნები იქნება 2024 წელს, როგორც არის ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების გარეშეც ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდებოდა, რადგან მისი თქმით, გამორიცხულია თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებამ“ 43%-ზე ნაკლები აიღოს,

 „რიგგარეშე არჩევნები გამორიცხული იყო იმ შემთხვევაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ 43%-ზე დაბალი მივიღოთ და ამ შემთხვევაში, მითუმეტეს გამორიცხულია, როდესაც არაფერ შუაში არ არის თვითმმართველობის არჩევნები იმ არჩევნებთან, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics