08:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 17:51:58, 808 ნახვა

პოლიტიკა
IRI-ის კვლევა - მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას“ 26%, „ნაცმოძრაობას“ 14% მისცემდა ხმას

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას,გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“, 14% „ნაცმოძრაობას“, 9% კი, გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: „შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; „გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; „ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, „პატრიოტთა ალიანსი" - 2%; „მოქალაქეები" - 2%; „ერი- ლევან ვასაძე" - 1%; „ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; „ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; „დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; „გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი „არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics