2021-07-22 16:12:20, 915 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.
აბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს, დეფიციტი 7.6-დან 6.9%-მდე, სამთავრობო ვალი კი, 54.6%-მდე მცირდება.
ამასთანავე, ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,