|
2021-07-22 15:45:12, 1313 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - სამხედროების დაფასების პოლიტიკა გრძელდება
„პრემიერის მხარდაჭერით, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, ყველა სამხედრო წოდების მაიორს და უფრო მაღალი წოდების მქონე პირს, გადასცეს ბინა და საკანონმდებლო დონეზე მივცეთ გარანტია ანაზღაურების გარანტირებულად ზრდასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმა 2020-2030-ის წარდგენისას განაცხადა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები. ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე ბინების მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარის ქალაქის - „Army City“-ის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. „ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები აღჭურვილნი არიან ყველაზე თანამედროვე საშუალებებით. ვამაყობთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აცვიათ ისეთი ხარისხიანი ფორმა, რომელსაც ნატრულობს ბევრი ევროპული ქვეყანა. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები, სარგებლობენ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება და ცხოვრობენ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურაში.ჩვენი ჯარის მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და დაფასების პოლიტიკა მომავალში მოგვცემს მოტივირებულ და მაღალბრძოლისუნარიან ჯარს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)