|
2021-07-19 17:19:18, 700 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შიდა ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. მის მიერ დეპუტატებისთვის წარდგენილ ანგარიშში დეტალურად იყო ასახული ამ დარგების აღდგენის პროცესში მიმდინარე სამუშაოები და უკვე მიღწეული შედეგები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2021 მონაცემების შედარება არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებთან ხდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სექტორების მიხედვით საკმაოდ მაღალი ზრდა და პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება, მათ შორის შიდა ტურიზმის მიმართულებით. „ხაზი მინდა გავუსვა შიდა ტურიზმის დიდ მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს. შიდა ტურიზმი და შიდა ვიზიტორები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ წლიდან წლამდე შიდა ტურიზმის ნაკადების ზრდის კარგი დინამიკა გვაქვს", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 12 მილიონზე მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა, რის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 1 800 000 000 ლარი შევიდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის მოქალაქეების ასეთმა აქტივობამ შედარებით შეუმსუბუქა ძალიან რთული პერიოდი ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო, თუ მსხვილ ობიექტებს. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გაერთიანებული აეროპორტების პლატფორმიდან განაგრძობს შიდა რეისების სტიმულირებას - ეს არის სუბსიდირებული რეისები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ტურისტულ წერტილებთან, სადაც გვაქვს შიდა აეროპორტები, მობილობა იყოს უფრო მეტად გაზრდილი, შიდა ავიარეისების ბილეთების ტარიფები კი ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ ეტაპისთვის არსებული ტენდერის, ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისი-მესტიის, ნატახტარი-მესტიის, ნატახტარი-ამბროლაურისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებები ფუნქციონირებს.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)