13:16 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 10:36:16, 1028 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ბათუმში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი იქნება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საუბარი შეეხება ასევე უმცირესობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს.

„შარლ მიშელთან შეხვედრაზე გვექნება მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში, ეს ეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას და მეორე, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი. დემოკრატიული უკუსვლა, ძალიან აშკარაა უკვე, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა უმცირესობებზე, მათ შორის, შს სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლობა, ეს იქნება ჩვენი გზავნილები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics