14:19 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 16:22:33, 1404 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია პარლამენტში მონაწილეობას მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს.

„ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ პარლამენტში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics